logo
ENG



საპატრიარქო "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებით 17 მაისს მსვლელობას გამართავს

09 მაი 202320:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/09/wuxjgfo54wvw8r9.jpg

საპატრიარქო 17 მაისს, "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებით მსვლელობას გამართავს.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, 17 მაისს ქაშვეთის ტაძარში პარაკლისი აღევლინება, რის შემდეგაც საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა გაიმართება

"2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.

ამ დღესთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 17 მაისს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე.

პარაკლისის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც ასევე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.

მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოება და მრევლი, ოჯახებთან ერთად!", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. 

ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს დააწესა. ერთი წლით ადრე - 2013 წლის 17 მაისს ათობით სასულიერო პირმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა. 


close დახურვა